“იპოვე ვინმე ვისაც ასე ეყვარები,” – FIBA-ს ოფიციალური გვერდი შენგელიაზე

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა 88:83 დაამარცხა.

FIBA-ს ოფიციალური გვერდი ილიას ზუროსის გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაშს გამოეხმაურა: “იპოვე ვინმე, ვისაც ისე უყვარხარ, როგორც შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაში.”

“ცსკა”-ს ფორვარდმა დღეს უკრაინასთან ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 13 მოხსნა. ეს სტატისტიკა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან გუშინ შენგელიამ ევროლიგაზე “ბაიერნთან” ითამაშა, რამდენიმე საათში კი ჩარტერული რეისით თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

ფოტო – ალექს რუაძე

“იპოვე ვინმე ვისაც ასე ეყვარები,” – FIBA-ს ოფიციალური გვერდი შენგელიაზე

სტატიის ავტორი
-