ჯავალ მაკგი თამაშის შემდეგ ნარკოტესტზე გაიყვანეს

NBA-ის რეგულარული სეზონის 36-ე თამაში “ლეიკერსმა” შინ “დეტროიტთან” გამართა და მეტოქე 106:99 დაამარცხა.

ლოს-ანჯელესის გუნდის ცენტრმა, ჯავალ მაკგიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. 31 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 9 ქულა ჩააგდო და 6 დაფარება მიითვალა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მაკგი “დეტროიტთან” დაპირისპირების შემდეგ ნარკოტესტზე გაიყვანეს. ჯავალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“6 დაფარება 20 წუთში და თამაშის შემდეგ ნარკოტესტი ჩამიტარეს… სიგიჟეა.”

 

ჯავალ მაკგი თამაშის შემდეგ ნარკოტესტზე გაიყვანეს

სტატიის ავტორი
-