კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ხვალ საბერძნეთს ეთამაშება.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი უკვე ირაკლიონშია და გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებმა ძირითადად ერთ ფარში, შეტევით და დაცვით კომბინაციებზე იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ნაკრებს საბერძნეთში ლეგიონერი, თად მაკფადენი დახვდა. ამერიკელი მოთამაშე კრეტაზე დეტროიტიდან, 15-საათიანი ფრენის შემდეგ ჩავიდა.

საბერძნეთისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.

კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

სტატიის ავტორი
-