კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, კალათბურთის მსოფლიო თასი ჩამოიტანეს. საქართველოს საკალათბურთ ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო თასზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

მსოფლიო თასი პირველად საქართველოს ბანკის შენობაში დადგეს, შემდეგ კი მან არაერთი ისტორიული ადგილი მოიარა.

კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია 1
“შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შენობა აშენდა შემთხვევით, მაგრამ ეს ასე არ არის. არქიტექტურული დიზაინი იყო მიზანმიმართული. ეს არის საქართველოს ბანკის სათაო ოფისი…” – Fiba.
კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია 2
შენობა 1975 წელს გაიხსნა და პირველად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საავტომობილო გზების მშენებლობის სამინისტრომ დაიკავა.
კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია 3
“საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი აუცილებლად უნდა მოინახულოს თბილისის ნებისმიერმა სტუმარმა…”

თასის შემდეგი გაჩერება საქართველოს ულამაზესი ოპერისა და ბალეტის თეატრში იყო, რომელიც 1851 წელს დაარსდა. მისმა მდიდრულმა ინტერიერმა იგი ქართველების საყვარელ ადგილად და თბილისის კულტურული ცხოვრების გულად აქცია.

საქართველოში Trophy Tour-ის გაჩერების მეორე დღეს საერთაშორისო კალათბურთის ყველაზე დიდი პრიზი საქართველოს პარლამენტში გადაიტანეს. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს ნაკრების ოდესღაც ყველაზე ცნობილი წევრი, ყოფილ თანაგუნდელთან, ანატოლი ბოისასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად საქართველოს მწვრთნელის ასისტენტია. თასის ცერემონიას ასევე ესწრებოდა გიორგი შერმადინი. შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი 2022/2023 წლების, ესპანეთის ჩემპიონატის MVP გახდა.

კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია 4
მსოფლიო თასი სვეტიცხოველში
კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია 5
მსოფლიო თასი ჯვრის მონასტერში
კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია 6
მსოფლიო თასი საქართველოს მატიანესთან
კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია 7

მსოფლიო თასი დაშბაშის კანიონზე

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება.

კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია

სტატიის ავტორი
-