კარლ მელოუნის პრიზი – მამუკელაშვილი ტოპ 5 ფინალისტს შორისაა

ამერიკის კოლეჯების ლიგიდან შესანიშნავი ინფორმაცია ვრცელდება – სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის ტოპ 5 ფინალისტ კანდიდანტს შორის მოხვდა.

თავდაპირველად, ნომინანტებს შორის 10 მოთამაშე დასახელდა, თუმცა დღეს სია კიდევ უფრო შემცირდა.

აღნიშნული პრიზი NCAA-ში ყველაზე პრესტიჟულია და ის ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ Karl Melone Award-ი 2018 წელს ზაიონ უილიამსონს გადაეცა.

“სეტონ ჰოლის” ოფიციალური გვერდი წერს, რომ 21 წლის ქართველი კალათბურთელი კარლ მელოუნის პრიზის მოგებას ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მიუახლოვდა.

კარლ მელოუნის პრიზი – მამუკელაშვილი ტოპ 5 ფინალისტს შორისაა

სტატიის ავტორი
-