კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის კომენტარები კობი ბრაიანტის ტრაგედიაზე

კობი ბრაიანტის ტრაგედიამ მსოფლიო სპორტის სამყარო შეძრა. ლეგენდარული კალათბურთელის გარდაცვალებას ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუც გამოეხმაურნენ და გთავაზობთ მათ პირველ კომენტარებს:

“ძალიან სამწუხაროა, რომ კობის და მისი შვილის, ჯინას შესახებ ასეთი გულსატკენი ინფორმაცია გავიგე. კობი ნამდვილი ლეგენდა და ბევრი ადამიანისთვის, მისაბაძი მაგალითი იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს, ასევე ვუსამძიმრებ თითოეული იმ ადამიანის ოჯახს, რომლებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. მშვიდად განისვენე ლეგენდავ” – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

“სიტყვები არ მყოფნის… ჩემი უდიდესი სიყვარული კობის ოჯახსა და მეგობრებს. შენთან შეხვედრა და დროის გატარება დიდი სიამოვნება იყო. შენ იმ იშვიათ ადამიანებს შორის შედიოდი, რომლებიც გენიოსები არიან.” – ნათქვამია ლეო მესის განცხადებაში.

კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის კომენტარები კობი ბრაიანტის ტრაგედიაზე

სტატიის ავტორი
-