მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია.

გასულ სეზონში 33 წლის კალათბურთელმა “ბურგოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, რითაც აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. 7 თებერვალს, ბუენოს აირესში, ფინალურ მატჩში არგენტინული “ქუისმა” ესპანურმა კლუბმა 82:73 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს თასი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მოიგო.

მაკფადენმა 26:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მატჩის MVP თადის თანაგუნდელი ვიქტორ ბენიტე გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა.

 

თადმა არგენტინული გუნდი პერიმეტრიდან დაბომბა – ამერიკელს პირველ ტაიმში 14 ქულა ჰქონდა

წყარო: gbf.ge

მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია

სტატიის ავტორი
-