მამუკელაშვილი დრაფტზე ინდიანამ აირჩია და მილოუკიში გაუშვა

NBA-ის 2021/22 წლების სეზონში სანდრო მამუკელაშვილი “მილოუკი ბაქსის” რიგებში ითამაშებს.

ქართველი კალათბურთელი დრაფტის 54-ე ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია, თუმცა მომენტალურად “მილოუკი ბაქსში” დაატრეიდა.

22 წლის ქართველ კალათბურთელს ექსპერტები “ინდიანა პეისერსს” დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, სანდრო NBA-ის წლევანდელ ჩემპიონში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა გასული სეზონი “სეტონ ჰოლის” რიგებში გაატარა. სანდრო გუნდის ლიდერი იყო, ის საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნასა და 3.2 გადაცემას აგროვებდა.

მამუკელაშვილი დრაფტზე ინდიანამ აირჩია და მილოუკიში გაუშვა

სტატიის ავტორი
-