მამუკელაშვილი მილუოკის მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ჩიკაგოსა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. ჩიკაგოში, “United Center”-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 100:112 დასრულდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში სანდრო მამუკელაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. “მილუოკის” ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 20:36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულისა და 5 მოხსნის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა 4-ჯერ სცადა 3-ქულიანის მეტოქის კალათში მოთავსება, თუმცა ოთხივე მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ბრწყინვალედ ასპარეზობს. ფრენჩაიზმა უკანასკნელ 15 შეხვედრაში, 14 გამარჯვება მოიპოვა.

მამუკელაშვილი მილუოკის მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

სტატიის ავტორი
-