მამუკელაშვილის 12 ქულა ამერიკაში (ვიდეო)

9 მარტს NCAA-ს რეგულარული ჩემპიონატის თამაშები გაიმართა.

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” შინ “ვილანოვა” 79:75 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 18 მოხსნა, 2 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა.

“სეტონ ჰოლი” NCAA-ს რეგულარული ჩემპიონატის 30 თამაშის შემდეგ მე-5 ადგილზეა.

სტატიის ავტორი
-