მამუკელაშვილს დრო მიეცა – მილუოკიმ ოკლაჰომა გაანადგურა

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი “მილუოკი” “ოკლაჰომას” ესტუმრა და 27 ქულიანი სხვაობით, 115:142 დაამარცხა.

აღსანიშნავია ის ამბავი, რომ “მილუოკის” ქართველი კალათბურთელი – სანდრო მამუკელაშვილი G ლიგიდან კვლავ NBA-ში დაბრუნდა და სათამაშო დროც მიეცა.  ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 9 წუთი ითამაშა, სადაც თავი სროლის 100%-იანი სიზუსტით გამოიჩინა.

8 წუთში, მამუკელაშვილის ანგარიშზე 8 ქულა და 4 მოხსნა იყო. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი სამქულიანი გამოიყენა და 2 საჯარიმო სროლაც ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +6 ჰქონდა.

მოქმედი ჩემპიონი, შემდეგ მატჩს “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ 10 თებერვალს გამართავს.

სანდრო მამუკელაშვილის ყველა ქულა Vs. “ოკლაჰომა”

მამუკელაშვილს დრო მიეცა - მილუოკიმ ოკლაჰომა გაანადგურა 1

მამუკელაშვილს დრო მიეცა – მილუოკიმ ოკლაჰომა გაანადგურა

სტატიის ავტორი
-