Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

მაშინ როცა კორონავირუსის პადემიამ მსოფლიო მოიცვა და ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაუქმდა და გადაიდო, ესპანურმა გამოცემა Marca-მ გულშემატკივარს თავი საინტერესო გამოკითხვით შეაქცევინა. ქომაგებმა სპორტის ნებისმიერ სახეობაში, 18-დან 35 წლამდე საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს.

18 წლის

1. უსმან გარბუა (კალათბურთი) – 43%
2. რეინეირი (ფეხბურთი) – 21%
3. იანიკ სინერი (ჩოგბურთი) – 18%
3. ლი კან-ინი (ფეხბურთი) – 18%

ესპანელი კალათბურთელი მადრიდის “რეალის” ცენტრია და 17 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც “სამეფო კლუბის სასტარტო ხუთეულში ითამაშა. 14 წლისა ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის MVP გახდა და უახლოეს წლებში NBA-ს კანდიდატად მიიჩნევა.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 1

19 წლის

1. ერლინგ ჰოლანდი (ფეხბურთი) – 63%
2. ჯეიდონ სანჩო (ფეხბურთი) – 31%
3. კობი ვაითი (კალათბურთი) – 4%
4. ფელიქს ოჟე ალიასიმე (ჩოგბურთი) – 2%

ნორვეგიელმა ტალანტმა გამოკითხვაში თანაგუნდელი დაამარცხა. ჰოლანდმა ამ სეზონში 40 მატჩში 33 გოლი გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 2

20 წლის

1. ჟოაო ფელიში (ფეხბურთი) – 37%
2. ფაბიო ქუარტარარო (მოტორბოლა) – 30%
3. არმანდ დუპლანტისი (ჭოკით ხტომა) – 18%
4. რემკო ევენეპოლი (ველორბოლა) – 15%

ახალგაზრდა პორტუგალიელ ვარსკვლავს “როხიბლანკოში” ისეთი დებიუტი ვერ გამოუვიდა, როგორიც სურდა, თუმცა ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია (113 მილიონი ევრო).

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 3

21 წლის

1. ლუკა დონჩიჩი (კალათბურთი) – 59%
2. კილიან მბაპე (ფეხბურთი) – 37%
3. სტეფანოს ციციპასი (ჩოგბურთი) – 2%
4. ტადეი როგასარი (ველორბოლა) 1%
4. ხუან მიგელ ეჩევერია (მძლეოსნობა) – 1%

ახალგაზრდა სლოვენიელმა კალათბურთელმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ბრწყინავდა, NBA-ში კიდევ უფრო მოუმატა, საუკეთესო ახალგაზრდის წოდება მოიპოვა, არჩეულ იქნა “ყველა ვარსკვლავის გუნდში” და MVP-ს წოდებისთვისაც იბრძვის.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 4

22 წლის

1. მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1) – 42%
2. ალექსანდერ ზვერევი (ჩოგბურთი) – 31%
3. ფრენკი დე იონგი (ფეხბურთი) – 22%
4. ნოა ლაილესი (მძლეოსნობა) – 5%

17 წლის ასაკში, ფერსტაპენი ფორმულა 1-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი გახდა. 1 წლის შემდეგ მან გრან-პრის მოგება მოახერხა. ჰოლანდიელი სპორტსმენი “რედ-ბულს” წარმოადგენს და თავისი “ჰონდათი” უკვე 8 გამარჯვების შემოქმედია.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 5

23 წლის

1. ეგან ბერნალი (ველორბოლა) – 46%
2. დელე ალი (ფეხბურთი) – 27%
3. ქაელებ დრეზელი (ცურვა) – 22%
4. მატეო ბერეტინი (ჩოგბურთი) – 5%

კოლუმბიელმა სპორტსმენმა 2019 წელს პრესტიჟული ტურ დე ფრანსი მოიგო და ამ მხრივ მესამე ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი გახდა.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 6

24 წლის

1. დანილ მედვედევი (ჩოგბურთი) – 44%
2. კრისტაინ კოულმენი (მძლეოსნობა) – 34%
3. ჯოშუა კიმიხი (ფეხბურთი) – 18%
4. კარსტენ ვარჰოლმი (მძლეოსნობა) – 4%

მედვედევი მსოფლიო რეიტინგში მეხუთეა და კარიერაში უკვე 7 ტიტული აქვს მოგებული. მან 2019 წელს, აშშ-ს ღია პირველობის ფინალშიც გააღწია, სადაც რაფა ნადალათან დამარცხდა.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 7

25 წლის

1. იანის ანტეტოკუმპო (კალათბურთი) – 66%
2. ჯონ რემი (გოლფი) – 10%
2. რაჰინ სტერლინგი (ფეხბურთი) – 10%
4. კარლოს სანს ჯუნიორი (ფორმულა 1) – 9%
5. მატეი ვან დერ პოლი (ველორბოლა) – 5%

ბერძენი კალათბურთელი შარშან ზაფხულში NBA-ს MVP-იდ დასახელდა და “მილოუკი ბაქსს” კონფერენციის ჩემპიონობისკენ მიუძღვება. მას “ყველა ვარსკვლავის მატჩში” 4-ჯერ უთამაშია.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 8

26 წლის

1. იან ობლაკი (ფეხბურთი) – 58%
2. ენტონი დევისი (კალათბურთი) – 29%
3. დომინიკ ტიმი (ჩოგბურთი) – 11%
4. რიჩარდ კარაპასი (ველორბოლა) – 2%

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “ლივერპულის” წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშით, სლოვენიელმა მეკარემ დაამტკიცა, თუ რატომ არის ის დღეს თავის პოზიციაზე მაოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 9

27 წლის

1. მარკ მარკესი (ველორბოლა) – 84%
2. მოჰამედ სალაჰი (ფეხბურთი) – 12%
3. ჟულიან ალაფილიპი (ველორბოლა) – 2%
4. რიკი ფაულერი (გოლფი) – 1%
4. პიოტრ-სტეფ დე ტუა (რაგბი) – 1%

მარკ მარკესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ველომრბოლელია. მას კარიერაში 8 გრან პრი და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 10

28 წლის

1. კავაი ლეონარდი (კალათბურთი) – 45%
2. – ვირჯილ ვან დაიკი (ფეხბურთი) – 35%
3. ორლანდო ორტეგა (მძლეოსნობა)- 8%
4. ანტუან გრიზმანი (ფეხბურთი) – 7%
5. ბიუდენ ბარეტი (რაგბი) – 5%

ლეონარდი NBA-ს 2014 წლის ჩემპიონ “სან ანტონიოს” ლიდერობდა და ფინალების MVP-ის ტიტულიც მოიპოვა. 2019 წელს მან იგივე “ტორონტოსთან” ერთად მოახერხა და კანადელებს ისტორიაში პირველი ტიტული მოუპოვა. ამჟამად ის “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წამყვანი ფიგურაა.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 11

29 წლის

1. კანსელო ალვარესი (კრივი) – 30%
2. მაგნუს კარლსენი (ჭადრაკი) – 24%
3. რიკი რუბიო (კალათბურთი) – 23%
4. ედენ აზარი (ფეხბურთი) – 20%
5. ბეუქს კოეპკა (გოლფი) – 3%

კანსელო ჩემპიონი 4 სხვადასხვა დივიზიონში გახდა. მისი კარიერული რეკორდი კი ასეთია 53:2:1.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 12

30 წლის

1. ჯეინს ჰარდენი (კალათბურთი) – 62%
2. პეტერ სეგანი (ველორბოლა) – 16%
3. ნაირო კუინტანა (ველორბოლა) – 11%
4. როი მაკელროი (გოლფი) – 8%
5. პრიმოშ როგლიცი (ველორბოლა) – 3%

ჯეიმს ჰარდენი “ჰიუსტონში” 8 წელია თამაშობს. ის 2018 წელს NBA-ს რეგულარული გათამაშების MVP გახდა. 8-ჯერ “ყველა ვარსკვლავის მატჩის” მონაწილედ და 5-ჯერ სეზონის საუკეთესო გუნდის წევრად დასახელდა. მის კოლექციაში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალია.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 13

31 წლის

1. სტეფ კარი (კალათბურთი) – 50%
2. კონორ მაკგრეგორი (MMA) – 25%
3. კევინ დიურანტი (კალათბურთი) – 19%
4. ტაისონ ფიური (კრივი) – 6%

ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც კალათბურთის გულშემატკივარს ოდესმე უნახავს. სტეფ კარიმ NBA-ს სამ საჩემპიონო ბეჭედსა და ორ MVP-ს წოდებასთან ერთად, 6-ჯერ “ყველა ვარსკვლავის მატჩში” მიიღო მონაწილეობა.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 14

32 წლის

1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 87%
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი) – 10%
3. მიკელ ჰანსენი (ხელბურთი) – 2%
4. სებასტიან ვეტელი (ფორმულა 1) – 1%

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ინდივიდუალური თუ გუნდური ჯილდოების ჩამოთვლას ცალკე სტატია სჭირდება. ეს ის სპორტსმენი გახლავთ, რომელიც ალბათ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში პირველ ადგილს მოიპოვებდა.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 15

33 წლის

1.რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი) – 92%
2. სერხიო რამოსი (ფეხბურთი) – 6%
3. ანდრეა დოვიზიოსო (მოტორბოლა) – 1%
3. ბუკე მოლემა (ველორბოლა) – 1%

ესპანელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის მოქმედი მეორე ნომერია. მის ანგარიშზე 19 დიდი სლემის ტურნირია და როჯერ ფედერერის უნიკალურ რეკორდამდე ერთი ტრიუმფი აშორებს. მას სარეკორდო, 35 1000-იანთა მასტერსი აქვს მოგებული და 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელია.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 16

34 წლის

1. ლუკა მოდრიჩი (ფეხბურთი) – 62%
2. სტენ ვავრინკა (ჩოგბურთი) 15%
3. ალუნ ვინ ჯონსი (რაგბი) 13%
4. ვენ სიმპსონი (გოლფი) – 10%

ლუკა მოდრიჩი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მესი/რონალდუს 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო და ოქროს ბურთი მოიგო. მას ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი არაერთხელ აქვს მოგებული, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 17

35 წლის

1. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 55%
2. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) 29%
3. ლუის ჰამილტონი (ფორმულა 1) – 11%
4. ელიუდ კიპჩუგე (მძლეოსნობა) – 5%

ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველაზე კონკურენტუნარიანი ასაკობრივი კატეგორიაა, თუმცა გულშემატკივრებმა უპირატესობა NBA-ს სამგზის ჩემპიონს მიანიჭეს. ლებრონ ჯეიმსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიგის 4-გზის MVP, 3-გზის ფინალების MVP და 2 ოლიმპიური ოქროს მფლობელია. “მეფემ” 5 ოქროს ბურთისა და ამდენივე ჩემპიონთა ლიგის მომგებ ფეხბურთელს აჯობა.

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 18

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

სტატიის ავტორი
-