მარცინ გორტატმა კარიერა დაასრულა

პოლონეთის ნაკრებისა და “კლიპერსის” ცენტრმა – მარცინ გორტატმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა.

“ეს ის დროა, როდესაც დრო უნდა ვიხელთო და კარიერა უნდა დავასრულო და ახლა ოფიციალურად ვიტყვი, რომ მე ჩემი საკალათბურთო კარიერა დავასრულე” – პოლონელმა ცენტრმა ერთ-ერთ სპორტულ არხთან საუბრისას განაცხადა.

მარცინ გორტატი პირველად NBA-ში 2007 წელს გამოჩნდა, როდესაც იგი “ორლანდოში” ჩაირიცხა. მან “ორლანდოს” ღირსება 2010 წლამდე დაიცვა. 2010-2013 წლებში “ფინიქსში” ჩაირიცხა, 2013-2018 წლებში “ვაშინგტონ ვიზარდის” ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლო კლუბი, სადაც მან კარიერა დაასრულა “კლიპერსი” იყო.

 

 

მარცინ გორტატმა კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-