მე-100 დაფარება კარიერაში – ბითაძის კარგი თამაში ნიქსთან

დღეს, გამთენიისას, NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა გაიმართა – “ინდიანა პეისერსი” “ნიუ-იორკ ნიქსთან” 84:92 დამარცხდა.

გოგა ბითაძეს დღევანდელ შეხვედრაში 16 წუთი მიეცა – ამ დროის მანძილზე მან 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “ნიქსის” წინააღმდეგ ქართველ ცენტრს 100 კარიერული ბლოკშოტი დაუგროვდა.

ბითაძემ “ნიქსის” წინააღმდეგ 1-დან 1 საჯარიმო და 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, თუმცა 3 სამქულიანიდან ზუსტი არცერთი ყოფილა.

მე-100 დაფარება კარიერაში – ბითაძის კარგი თამაში ნიქსთან

სტატიის ავტორი
-