მილოუკის მწვრთნელი: “სანდრო ნიჭიერია, მას ყველაფერი შეუძლია”

“მილოუკი ბაქსის” საზაფხულო ლიგის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეტ ენდრიუსმა “ლოს ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ მოგებული (81:78) თამაშის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა სადებიუტო მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდროს ანგარიშზე 11 ქულა და 12 მოხსნა იყო.

“პირველ რიგში, სანდრომ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ადამიანმა. ის დიდებული პიროვნებაა და არ არის ეგოისტი. მამუკელაშვილს აქვს უნარი და სურვილი, რომ ასეთი გადაცემები შეასრულოს. ის ნიჭიერია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ” – თქვა ენდრიუსმა.

 

მილოუკის მწვრთნელი: “სანდრო ნიჭიერია, მას ყველაფერი შეუძლია”

სტატიის ავტორი
-