მსოფლიო ჩემპიონატი – სერბეთმა ფილიპინებს 126 ქულა ჩაუგდო (ვიდეო)

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის კალათბურთელთა ნაკრებმა მე-2 თამაში გამართა.

D ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში სერბები ფილიპინებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 126:67 დაამარცხეს და პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.

ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდი დღევანდელ შეხვედრაშიც საოცარი სიზუსტით გამოირჩეოდა. სერბეთის ნაკრებმა ჯამში სროლების 75% გამოიყენა.

სერბეთის შემადგენლობაში საუკეთესო ნემანია ბიელიცა იყო, რომელმაც 20 ქულას, 3 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მსოფლიო ჩემპიონატის 2 ტურის შემდეგ სერბეთი იტალიასთან ერთად D ჯგუფის პირველ ადგილს იკავებს. ჯორჯევიჩის გუნდი შემდეგ შეხვედრას სწორედ იტალიასთან გამართავს.

სერბეთი 126:67 ფილიპინები (მიმოხილვა)

მსოფლიო ჩემპიონატი – სერბეთმა ფილიპინებს 126 ქულა ჩაუგდო (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-