მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ემზადებიან – ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

 მსოფლიო პირველობა 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირება.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები კი მსოფლიო ტიტულის დასაცავად ემზადებიან. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – სერჯიო სკარიოლომ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანეთის ნაკრებს დიდხნიანი პაუზისა და ტრავმის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი – რიკი რუბიო დაუბრუნდა.

ესპანეთის ნაკრები G ჯგუფში, ირანის, კოტ-დივუარისა და ბრაზილიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ემზადებიან – ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-