NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში, NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელი, ბილ რასელი გარდაიცვალა.

ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 11 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი და 5-გზის MVP 1990-იან წლებში მაიკლ ჯორდანის დომინირებამდე, ბევრის აზრით NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაც მიიჩნეოდა.

ბილ რასელმა პროფესიონალური კარიერა სრულად “ბოსტონ სელტიქსში” (1956-69) გაატარა და ეს კლუბი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვნად აქცია. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, იგი “ბოსტონის” გარდა “სიეტლ სუპერსონიქსსა” და “საკრამენტო კინგსს” წვრთნიდა.

 

NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-