NBA: მეოთხე კვირის საუკეთესოები 

NBA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რეგულარული გათამაშების მეოთხე კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

გასული კვირის საუკეთესო კალათბურთელებადჰიუტონ როკეტსის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი და “ორლანდო მეჯიქის” ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი დასახელდნენ.

“რაკეტებმა” ბოლო 7 დღეში 4 მატჩი მოიგეს. ჰარდენს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 44.8 ქულა, 6.8 შედეგიანი გადაცემა, 5.8 მოხსნა და სროლის 59%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

რაც შეეხება მონტენეგროელ კალათბურთელს, მის ანგარიშზე საშუალოდ 21.7 მოხსნა, 14 მოხსნა, 4 პასი, 1.3 დაფარება და სროლის 54%-იანი მაჩვენებელი იყო. “ორლანდომ” სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
13 ნათამაშები მატჩის შემდეგ, “ჰიუსტონი” (10:3) დასავლეთ კონფერენციაში მეორე, ხოლო “ორლანდო” აღმოსავლეთში მეშვიდეა (6:7).

NBA: მეოთხე კვირის საუკეთესოები 

სტატიის ავტორი
-