NBA-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, “ტორონტოს” მთავარი მწვრთნელი ნიკ ნურსი თავის კონკურენტებს შორის სეზონის საუკეთესოდ დასახელდა.

ნიკ ნურსი პირველი სპეციალისტია, რომელმაც კანადური კლუბი NBA-ს ჩემპიონი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა წინა ზაფხულის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი კავაი ლეონარდი დაკარგა, “ტორონტომ” აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული გათამაშება მეორე პოზიციაზე დასრულა და პლეი-ოფის პირველ სერიას “ბრუკლინ ნეთსის” წინააღმდეგ დამაჯერებლად იგებს – 3:0.

საინტერესოა, რომ გამარჯვებულმა 100-დან 90 ხმა მიიღო, მის გარდა მხარი მაიკ ბუდენჰოლზერს, ბილი დონოვანს, ერიკ სპოელსტრას, ფრენკ ვოგელს, ტეილორ ჯენკისს, ნეით მამილანს, ბრედ სტივენსს, მაიკლ მელოუნს, დოკ რივერსს და რიკ კარლაილს დაუჭირეს.

 

NBA-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-