NBA სეზონის 22 გუნდით განახლებაზე მუშაობს

NBA-ის განახლება გარდაუვალია, თუმცა მხოლოდ 22 გუნდით.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მმართველთა საბჭო სეზონის ორლანდოში, 22 გუნდით განახლებაზე მუშაობს. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

ახალი გეგმის თანახმად, აღმოსავლეთ კონფერენციის 9, ხოლო დასავლეთის – 13 გუნდი რეგულარული სეზონის 8 თამაშს ჩაატარებს, რის შემდეგაც პლეი-ოფების სერია დაიწყება.

ორივე კონფერენციის საუკეთესო 8-8 გუნდი ნახსენებ 22 გუნდში მოხვდება, რადგან მათ პლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვეს, ხოლო დარჩენილ 6 ადგილს შემდეგი გუნდები: სან ანტონიო სპურსი, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი, ნიუ ორლეან პელიკანსი, ვაშინგტონ ვიზარდსი, ფინიქს სანსი, საკრამენტო კინგსი დაიკავებენ.

NBA სეზონის 22 გუნდით განახლებაზე მუშაობს 1

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, სავარაუდოდ, 31 ივლისს განახლდება და 12 ოქტომბერს დასრულდება.

NBA სეზონის 22 გუნდით განახლებაზე მუშაობს

სტატიის ავტორი
-