50-წლიანი პაუზის შემდეგ – მილუოკი ჩემპიონია!

ზუსტად 50-წლიანი პაუზის შემდეგ, “მილუოკი ბაქსი” NBA-ის ჩემპიონი გახდა.

იანის ანტეტოკუნმპოს ლიდერობით “ბაქსმა” დღეს, გამთენიისას, მეექვსე შეხვედრა “ფინიქს სანსს” 105:98 მოუგო და ნანატრი ტიტული მოიპოვა.

ბერძენმა კალათბურთელმა გადამწყვეტ შეხვედრაში 50 ქულა ჩააგდო. იანისმა ამ შედეგთან ერთად 14 მოხსნა, 5 დაფარება და 2 გადაცემაც დააფიქსირა.

.თავად ანტეტოკუნმპოსთვის “მილუოკისთან” ერთად ჩემპიონობა ემოციური გამოდგა. ბერძენმა თამაშის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

“შემეძლო წავსულიყავი სუპერგუნდში და ჩემი საქმე გამეკეთებინა, მომეგო ჩემპიონობა. მაგრამ, მე სხვა, უფრო რთული გზა ავირჩიე. ჩემი გასაკეთებელი მაინც გავაკეთე და ახლა მე ჩემპიონი ვარ,” – თქვა იანისმა ფინალის შემდეგ.

ფინალური დაპირისპირების მიმოხილვა:

50-წლიანი პაუზის შემდეგ – მილუოკი ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-