ფაჩულია მსაჯთან კამათის გამო დააჯარიმეს (ვიდეო)

“დეტროიტის” ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ორშაბათს გამთენიისას, “ტორონტოსთან” მოგებულ თამაშში (112:107) მსაჯებთან იჩხუბა.

მე-3 მეოთხედის მიწურულს, ქართველი კალათბურთელის წინააღმდეგ აშკარად იუხეშეს, თუმცა მსაჯებმა მომენტი უყურადღებოდ დატოვეს.

აღშფოთებულმა ფაჩულიამ ყვირილი დაიწყო, საპასუხოდ კი ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

NBA-მ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ქართველი ცენტრი 25 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.

იხილეთ ფაჩულიას მსაჯებთან კამათის ეპიზოდი: 

ფაჩულია მსაჯთან კამათის გამო დააჯარიმეს (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-