შესანიშნავი სტარტი – მამუკელაშვილმა პრესეზონი 9 ქულით დაიწყო

დღეს NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, “მილოუკი ბაქსმა” წინასასეზონო პირველი შეხვედრა “მემფისთან” გამართა.

შეხვედრა მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე სახანძრო განგაშის ჩართვის გამო შეწყდა, თუმცა სამი მეოთხედის შედეგებით “გრიზლისი” მეტოქეს 87:77 ამარცხებდა.

სანდრო მამუკელაშვილმა “მემფისის” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ყველაზე მეტი, 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 გადაცემა დააგროვა. გარდა ამისა, სანდრომ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და მატჩი ბოლომდე რომ დასრულებულიყო, შესაძლოა ორმაგი დუბლიც შეესრულებინა. მამუკელაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში 2-დან 1 საჯარიმო, 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო 1 სამქულიანი ვერ ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილის პერფორმანსს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყა.


შესანიშნავი სტარტი - მამუკელაშვილმა პრესეზონი 9 ქულით დაიწყო 1


“მილოუკი ბაქსი” შემდეგ შეხვედრას 9 ოქტომბერს, “ბრუკლინ ნეთსის” წინააღმდეგ გამართავს.

შესანიშნავი სტარტი – მამუკელაშვილმა პრესეზონი 9 ქულით დაიწყო

სტატიის ავტორი
-