ოფიციალურად: ინდიანა პეისერსმა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგძლივა

გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გაახანგძლივა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ინდიანაპოლისელთა რიგებში 2021/2022 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

როგორც მოგეხსენებათ, გოგა ახლა NBA-ში თავის მე-2 სეზონს იწყებს. საქართველოს ნაკრების წევრს გასულ გათამაშებაში დიდი სათამაშო დრო არ მისცემია.

ოფიციალურად: ინდიანა პეისერსმა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგძლივა

სტატიის ავტორი
-