ოფიციალურად: ინდიანა პეისერსმა მაკმილანი გაათავისუფლა

სულ ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ინდიანა პეისერსმა” ნეით მაკმილანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

56 წლის სპეციალისტს გუნდმა საშინლად ჩატარებული პლეი-ოფი არ აპატია. შეგახსენებთ, რომ ინდიანაპოლისელები პირველ რაუნდში “მაიამი ჰიტთან” უშანსოდ, 0:4 დამარცხდნენ.

“ინდიანა პეისერსის” ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი მწვრთნელის ვინაობას გუნდი მალე დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე მაკმილანისგან სადებიუტო სეზონში დიდ სათამაშო დროს არ იღებდა. ქართველი ცენტრს პლეი-ოფში პარკეტზე წუთიც არ გაუტარებია.

ოფიციალურად: ინდიანა პეისერსმა მაკმილანი გაათავისუფლა

სტატიის ავტორი
-