პირადი მიზეზებით – ბითაძე ინდიანას ვერ ეხმარება

NBA-ის ახალი სეზონის დაწყებამდე საზაფხულო ლიგამ აიღო სტარტი. “ინდიანა პეისერსი” დღეს პირველ თამაშს “ნიუ იორკ ნიქსის” წინააღმდეგ ატარებს.

გუნდს ვერ ეხმარება გოგა ბითაძე, რომელიც “ინდიანას” პირადი მიზეზებით გამოაკლდა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ 22 წლის ქართველი კალათბურთელის მამა გარდაიცვალა, რის გამოც გოგა საქართველოში იმყოფება.

“პეისერსი” საზაფხულო ლიგაზე კიდევ 3 შეხვედრას, ბოლო თამაშს კი 15 აგვისტოს, “ოკლაჰომა თანდერსის” წინააღმდეგ გამართავს.

 

პირადი მიზეზებით – ბითაძე ინდიანას ვერ ეხმარება

სტატიის ავტორი
-