პირადი რეკორდი და ორმაგი დუბლი – გოგამ შარლოტთან გაიბრწყინა

დღეს, გამთენიისას, NBA-ის პლეი-ინის მეოთხედფინალში “ინდიანა პეისერსი” “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 144:117 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში 19 წუთი მიეცა ქართველ ცენტრ, გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის პლეი-ოფში ჩატარებული სადებიუტო თამაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

გოგამ “შარლოტის” წინააღმდეგ 14 ქულა დააგროვა, რაც მისი NBA-ის კარიერის რეკორდია. გარდა ამისა, 21 წლის ქართველის ანგარიშზე 10 მოხსნაა, (6 მეტოქის ფარზე) რითაც, შესაბამისად, ბითაძემ ორმაგი დუბლიც შეასრულა. ბითაძემ პირად მონაგარს 3 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 გადაცემა მიუმატა.

 

პირადი რეკორდი და ორმაგი დუბლი – გოგამ შარლოტთან გაიბრწყინა

სტატიის ავტორი
-