პოლ ჯორჯის დებიუტის დრო ცნობილია 

პოლ ჯორჯი ბრუნდება. ამერიკელი ფორვარდი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პარკეტზე გასვლას მოახერხებს, თანაც პირველად “ლოს ანჯელეს კლიპერსის” მაისურით.

29 წლის ფორვარდის დებიუტი ლოს ანჯელესურ კლუბში 14 ნოემბერს, გამთენიისას, “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შედგება.

პოლ ჯორჯს ზაფხულში მხარზე ოპერაცია დასჭირდა, მკურნალობისა და აღდგენის პროცესი კი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ოკლაჰომადან” “კლიპერსშიგადმობარგებულ პოლ ჯორჯს მოქმედი ჩემპიონი და ფინალების MVP კავაი ლეონარდი დახვდა, რომელთან ერთადაც დასავლეთში მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია.

პოლ ჯორჯის დებიუტის დრო ცნობილია 

სტატიის ავტორი
-