რატომ აჩუქა შაკილ ო’ნილმა ფანს ნოუთბუქი

ოთხშაბათს, ჯორჯიას შტატში, შაკილ ო’ნილს ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ფანი, პატრიკ მარტინი შეხვდა.

პატრიკის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, ლეგენდარულმა კალათბურთელმა მას ნოუთბუქი აჩუქა.

როგორც ჩანს, მარტინმა ო’ნილს კობი ბრაიანტის გამო სამძიმარი უთხრა, შაკილმა კი, მადლობის ნიშნად, ნოუთბუქი იყიდა და ფანს აჩუქა.

“მე და მო ნოუთბუქის საყიდლად მაღაზიაში შევედით, რა დროსაც ო’ნილი შეგხვდა. მისი დისა (აიეშა ო’ნილი ოქტომბერს, კიბოსთან ბრძოლისას გარდაიცვალა) და კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო სამძიმარი ვუთხარით. გავიარეთ, შაკილი კი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: “აირჩიეთ საუკეთესო ნოუთბუქი და მე გადავიხდი.”

რატომ აჩუქა შაკილ ო’ნილმა ფანს ნოუთბუქი

სტატიის ავტორი
-