საბერძნეთი 81:69 საქართველო – ყველა შანსი დავკარგეთ

რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის. ჩვენი ნაკრები კრეტაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიშით, 81:69 დამარცხდ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ყველა შანსი დაკარგა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მასპინძლებმა დღევანდელი თამაში კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოიგეს. მე-2 პერიოდში საქართველოს ნაკრები მეტოქესთან მიახლოვებას ცდილობდა, თუმცა მიუტევებელმა შეცდომებმა ყველაფერი წყალში ჩაყარა და ბერძნებმა ტაიმი 13 ქულით მოიგეს – 31:44.

დღევანდელ თამაშში მასპინძლებს მე-3 მეოთხედში სამქულიანების სიზუსტის 46%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ, რითაც საქართველოს 22 ქულით გაექცნენ. ამის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს. მე-3 პერიოდის ბოლოს ჯერ 8 ქულით მივუახლოვდით ბერძნებს, მატჩის დასრულებამდე კი მათთან 4-ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა. სამწუხაროდ, ჩვენებმა მეტი ვეღარ მოახერხეს – 69:81.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომლის გაჩერერებასაც ბერძნები მთელი თამაშის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთია: 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ბლოკი, მარგი ქმედების კოეფიციენტი – 37.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო მატჩს 24 თებერვალს თბილისში, ესტონეთთან გამართავს.

იხილეთ მიმოხილვა

საბერძნეთი 81:69 საქართველო – ყველა შანსი დავკარგეთ

სტატიის ავტორი
-