საბერძნეთმა პოლონეთი გაანადგურა – იანისმა კვლავ იფრინა | მიმოხილვა

საბერძნეთში აკროპოლისის თასი იმართება, სადაც მასპინძლის გარდა, თურქეთის პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას.

მასპინძელმა საბერძნეთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვებით დაიწყო. ბერძნებმა პოლონელები 23 ქულიანი სხვაობით, 101-78 დაამარცხეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძელთა რიგებში ითამაშა NBA-ს ვარსკვლავმა – იანის ანტეტოკუნმპომ.

მასპინძლებმა თამაში 18-2 გაქცევით დაიწყეს და პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით, 27-10 მოიგეს. თუმცა, თამაშში ინტრიგა საკმაოდ სწრაფად დაბრუნდა, რადგან პოლონეთმა მეტოქეს 17-1 გაქცევა გაუკეთა და ერთქულიანი სხვაობა დააფიქსირა (28-27). თუმცა მეორე მეოთხედში იანისმა თამაში იგრძნო, საბერძნეთი დაცვაშიც საკმაოდ კარგად ათამაშდა და შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 50:37 გავიდა.

საბოლოოდ ორივე კლუბში გამორჩეული იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 აგვისტოს 22:00 საათზე მასპინძელ საბერძნეთს ვეთამაშებით, ხოლო 19 აგვისტოს 19:00 საათზე – პოლონეთს.

საბერძნეთი Vs. პოლონეთი | მიმოხილვა

საბერძნეთმა პოლონეთი გაანადგურა - იანისმა კვლავ იფრინა | მიმოხილვა 1

საბერძნეთმა პოლონეთი გაანადგურა – იანისმა კვლავ იფრინა | მიმოხილვა

სტატიის ავტორი
-