საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მონაწილე გაირკვა

გუშინ ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. 15 თვიანი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეს ჩინეთის საგზური პუერტო-რიკომ, დომინიკის რესპუბლიკამ, მონტენეგრომ და კოტ დივუარმა მოიპოვეს. ამითი ცნობილი გახდა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩინეთის 8 ქალაქში იასპარეზებენ:

მასპინძელი: ჩინეთი.

აფრიკა: ანგოლა, კოტ დივუარი, ნიგერია, სენეგალი, ტუნისი.

ამერიკა: არგენტინა,ბრაზილია,კანადა, დომინიკის რესპუბლიკა, პუერტო რიკო, ა.შ.შ., ვენესუელა.

აზია: ავსტრალია.ირანი, იაპონია,იორდანია,სამხრეთ კორეა,ახალი ზელანდია, ფილიპინები.

ევროპა: ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია,საბერძნეთი, ლიტვა,იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუსეთი,სერბეთი,ესპანეთი,თურქეთი.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 16 მარტს შენჟენში გაიმართება, სადაც 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება.

მსოფლიო ჩემპიონატი კი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მონაწილე გაირკვა

სტატიის ავტორი
-