საქართველო საბერძნეთთან შეხვედრაში ბოლო წამზე დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, ანგარიშით 85:86. ჩვენი ბიჭებიდან გამოსარჩევი იყო, კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაში, რომელმაც გუნდს 33 წუთში, 22 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი მოუტანა და გუნდის უპირობო ლიდერისა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის სტატუსი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ბერძნებიდან კი გამოსარჩევი იყო “პანათინაიკოსის” და საერთოდ ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი ნიკ კალატესი, რომელმაც 31 ქულა, 5 მოსხნა და 7 ასისტი გააკეთა.

ამჟამად, საქართველო L ქვეჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს 3 მოგებითა და 5 წაგებით. თუმცა ჩვენს კონკურენტ სერბეთის ნაკრებს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საქართველო საბერძნეთთან შეხვედრაში ბოლო წამზე დამარცხდა

სტატიის ავტორი
-