საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა!

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ისრაელის საკალათბურთო ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში, დაამარცხა, ანგარიშით 71:69. ჩვენი ბიჭებიდან გამოსარჩევი იყო, გოგა ბითაძის თამაში, რომელმაც გუნდს 27 წუთში, 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 ბლოკი მოუტანა და გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. მან MVP ტიტულიც დაიმსახურა.

გადამწყვეტი როლი კი ოვერტაიმში გიორგი შერმადინმა ითამაშა და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ.

ამჟამად, საქართველო L ქვეჯგუფში მესამე ადგილს იკავებს 5 მოგებითა და 5 წაგებით. თუმცა ჩვენს კონკურენტ სერბეთის ნაკრებს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ისინი დღეს 23:15-ზე საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა!

სტატიის ავტორი
-