საქართველოს საკალათბურთო U18 ნაკრებმა კოსოვო გაანადგურა

FIBA-ს 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩში, რომელიც რუმინეთში გაიმართა, საქართველოს U18 ნაკრებმა კოსოვო 27 ქულიანი სხვაობით, 60:87 დაამარცხა.

ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული გიორგი სულაბერიძე იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. სულაბერიძეს 21 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. გიორგიმ სამქულიანები 66.67%-ით ესროლა და 6/9 სამქულიანს მოუყარა თავი. ასევე 14-14 ქულა ჩააგდეს გიორგი ოჩხიკიძემ და სანდრო კასაბურმა. 11 ქულას მოუყარა თავი სანდრო გაგეჩილაძემაც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებმა 3-ქულიანები 50%-ით ისროლა. ქართველებმა სამქულიანი 32-ჯერ ისროლეს, საიდანაც 16 ზუსტი იყო.

ქართველი კალათბურთელები შემდეგ მატჩს 30 ივლისს, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს საკალათბურთო U18 ნაკრებმა კოსოვო გაანადგურა

სტატიის ავტორი
-