სეზონში მეორედ – მამუკელაშვილი კვირის მოთამაშეა

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს Big East-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნული აღიარება სეზონში მეორედ მოიპოვა.

“სეტონ ჰოლის” ფორვარდმა გასულ კვირას 2 თამაში ჩაატარა – ჯერ 4 თებერვალს “პროვიდენსთან” მოგებულ შეხვედრაში 20 ქულა ჩააგდო, 3 დღეში კი “უკონთან” 22 ქულა დააგროვა და გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტზე მოხვედრის კანდიდანტად განიხილავენ. ბოლოს Bleacher Report-მა სანდრო “ნიუ იორკ ნიქსს” დაუკავშირა. გარდა ამისა, 21 წლის ქართველი NCAA-ს წლის მოთამაშეობისთვისა და Karl Malone Award-ისთვის იბრძვის.

სეზონში მეორედ – მამუკელაშვილი კვირის მოთამაშეა

სტატიის ავტორი
-