შენგელია და ბასკონია ევროლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ

ევროლიგის უკანასკნელ, 30-ე ტურში ითამაშა “ბასკონიამაც”.

თორნიკე შენგელიას კაპიტნობით გუნდმა მოსკოვში “ცსკა”-სთან 82:78 წააგო. მესამე მეოთხედის შემდეგ ესპანელები 11 ქულით წინ იყვნენ, თუმცა უპირატესობა გაანიავეს.

თორნიკე შენგელიამ 17 წუთი და 55 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. “ბასკონიას” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს, მეტ ჯენინგს ტრავმის გამო არ უთამაშია.

“ბასკონიამ” 15 მოგებით მე-7 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

შენგელია და ბასკონია ევროლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ

სტატიის ავტორი
-