შენგელია ოლ სტარს გამოტოვებს – თორნიკე ამერიკელი კალათბურთელით ჩაანაცვლეს

თორნიკე შენგელიას 14 თებერვალს VTB ლიგის “ოლ სტარზე” უნდა ეთამაშა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის გამო, ქართველი კალათბურთელი თამაშში მონაწილეობის მიღებას ვეღარ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ “ცსკა”-ს ერთ-ერთ ლიდერს მუხლი ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დაუზიანდა. თორნიკემ “ზიელონა გორასთან” მეოთხე მეოთხედის და თამაშის დასრულება ამის გამო ვერ შეძლო.

VTB ლიგის ოფიციალური საიტის თანახმად, შენგელია უკვე შეიცვალა – 29 წლის კალათბურთელის ნაცვლად “ოლ სტარზე” “ენისეი კრასნოიარსკის” ცენტრი, დასტინ ჰოგი ითამაშებს.

ჯერჯერობით მოსკოვური გუნდისთვის უცნობია, თუ ზუსტად როდის დაბრუნდება თორნიკე პარკეტზე. “ცსკა”-ს სამედიცინო შტაბის კონკრეტული ინფორმაცია ცოტა ხანში ექნება.

შენგელია ოლ სტარს გამოტოვებს – თორნიკე ამერიკელი კალათბურთელით ჩაანაცვლეს

სტატიის ავტორი
-