შენგელიამ 14 ქულა მოიპოვა – თუმცა ბასკონია ისევ დამარცხდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გასვლით მატჩში “ბილბაოს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედი, თუმცა “ბასკონია” მიჯრით მესამეჯერ დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ საკუთარი გუნდის რიგებში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა, მისი მონაგარი ასეთია – 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა.

მომდევნო შეხვედრას “ბასკონია” 17 ოქტომბერს, ევროლიგის ეგიდით “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ გამართავს.

შენგელიამ 14 ქულა მოიპოვა – თუმცა ბასკონია ისევ დამარცხდა

სტატიის ავტორი
-