შენგელიამ ცსკა-ში პირველ ოფიციალურ თამაშში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

დღეს სტარტი აიღო VTB ლიგამ, სადაც ჩემპიონატის ფავორიტმა “ცსკა”-მ სტუმრად “ასტანა” 93:60 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიასთვის რუსულ კლუბში ჩატარებული პირველი ოფიციალური თამაში წარუმატებელი გამოდგა. თორნიკემ პირველი მეოთხედის დასაწყისში ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა.

ჩატარებულ წუთებში შენგელიამ მხოლოდ 2 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო.

ცნობილია, რომ დაზიანება მძიმე არ არის და გამოცდილი კალათბურთელი პარკეტს მალე დაუბრუნდება.

იხილეთ ვიდეო: 

შენგელიამ ცსკა-ში პირველ ოფიციალურ თამაშში ტრავმა მიიღო (ვიდეო) 1

შენგელიამ ცსკა-ში პირველ ოფიციალურ თამაშში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-