შენგელიას 10 ქულა, ბასკონია ისევ იგებს

ბასკონია” ფორმაში შედის. ბასკურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ჩემპიონატში წინსვლას იწყებს.

ამჯერად, ქართველი კალათბურთელების გუნდმა “ვალენსია” მიიღო და 85:74 დაამარცხა.

მასპინძელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე ყველაზე მეტი 33 წუთი გაატარა. ამ დროში 28 წლის ფორვარდმა 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მოაგროვა.

სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 18:21 წუთის თამაში მოახერხა ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა, რომლის მონაგარიც 4 ქულა და თითო-თითო მოხსნა და პასი იყო.

ბასკონიასმოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარი აქვს – 5:5, რა მაჩვენებლითაც სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა. შემდეგი შეხვედრა ბასკებს 30 ნოემბერს, “ანდორასთან” ელის.

შენგელიას 10 ქულა, ბასკონია ისევ იგებს

სტატიის ავტორი
-