შენგელიას 100%-იანი სიზუსტე – ვირტუსი ნახევარფინალს უახლოვდება | მიმოხილვა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პლეი-ოფის მატჩები დაიწყო, სადაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი “ვირტუს ბოლონია” 1/4 ფინალში “პესაროს” უპირისპირდება.

პირველი მატჩი “ვირტუსმა” სახლში ჩაატარა და მეტოქე 6 ქულიანი უპირატესობით 82:76 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 100%-იანი სიზუსტით ისროლა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 13 წუთი გაატარა, სადაც მისი მონაგარი: 12 ქულა (3/3 ორქულიანი, 2/2 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.

“ვირტუსი” სერიაში დაწინაურდა. მეორე მატჩს ისინი კვლავ საკუთარ კედლებში, ხოლო მესამე მატჩს კი სტუმრად ითამაშებენ.

მატჩის ვიდეომიმოხილვა

შენგელიას 100%-იანი სიზუსტე - ვირტუსი ნახევარფინალს უახლოვდება | მიმოხილვა 1

 

 

შენგელიას 100%-იანი სიზუსტე – ვირტუსი ნახევარფინალს უახლოვდება | მიმოხილვა

სტატიის ავტორი
-