შენგელიას 14 ქულა და სანაძის დებიუტი ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების მცველის დუდა სანაძის დებიუტი შედგა. მისი და ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა” სტუმრად “ხოვენტუდთან” 88-64 დამარცხდა. დუდამ პარკეტზე 16:59 წუთი გაატარა და ამ პერიოდში თავი 7 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა, ტრავმის გამო არ უასპარეზია ბექა ბურჯანაძეს.

მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელებმა შინ მურსია 93-49 გაანადგურეს. თოკომ პარკეტზე 15:15 წუთი გაატარა და ამ პერიოდში 14 ქულა 1 მოხსნა 2 პასი და ორი ბლოკშოტი მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის მეტ ჯენინგის ანგარიშზე კი 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი იყო.

ბასკონია სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ბარსელონას” და “რეალს” ჩამორჩება და მესამე ადგილს იკავებს, ხოლო “გიპუზკოა” 5-დან 5 მარცხით ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.

შენგელიას 14 ქულა და სანაძის დებიუტი ესპანეთში

სტატიის ავტორი
-