შენგელიას გამორჩეული თამაშის მიუხედავად ბასკონია ისევ დამარცხდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგის მე-5 ტურში “ლიონ ვილერბანის” წინააღმდეგ წარსდგა.

შეხვედრა საფრანგეთში გაიმართა, სადაც სამწუხაროდ ქართველი ლეგიონერის გუნდი მასპინძლებთან 3 ქულით დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი და 18 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს, ყველაზე მეტი – 17 ქულა მოუპოვა, მან ასევე 7 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 ბლოკს მოუყარა თავი.

მომდევნო შენგელიას “ბასკონია” 2 ნოემბერს გამართავს, ისინი საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებენ.

 

შენგელიას გამორჩეული თამაშის მიუხედავად ბასკონია ისევ დამარცხდა

სტატიის ავტორი
-