გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში “ვირტუს ბოლონიას” წინააღმდეგ შესანიშნავი ასპარეზობის შედეგად ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოირგო.
🌍 It’s Shermadini’s world and we’re living in it! 13PTS in the first half for @CB1939Canarias‘ big man! #IntercontinentalCup
📺 https://t.co/srpd4PFTwA pic.twitter.com/hdd8jabY2F
— FIBA Intercontinental Cup (@FIBAIC) February 9, 2020
ფინალამდე მისასვლელ გზამდე “ტენერიფემ” “რიო გრანდე” დაამარცხა, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G-ლიგის გუნდია.
ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი შერმადინმა 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 23 ქულას მოუყარა თავი და შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი შერმადინი საქართველოს დროშით იყო.
“იბეროსტარ ტენერიფემ” აღნიშნული ტურნირის მოგება 2017 წელსაც მოახერხა.