შერმადინის MVP, შენგელიას გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ერთმანეთს ორი გამორჩეული ქართველის გუნდი დაუპირისპირდა – თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” 75:58 აჯობა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 25 წუთში 16 ქულა ჩააგდო, ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

რაც შეეხება შენგელიას, 28 წლის ფორვარდმა 25 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

სატურნირო ცხრილში “ბასკონია” მერვე, ხოლო “ტენერიფე” მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, ორივე გუნდს ფლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შერმადინი “ბარსელონას” ლიდერ ნიკოლა მიროტიჩთან ერთად სეზონის MVP-ის წოდების მოპოვების მთავარი კანდიდატია.

შერმადინის MVP, შენგელიას გამარჯვება

სტატიის ავტორი
-