სომხეთის 20 წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები 123 ქულით დამარცხდა

გუშინ, 12 ივლისს, პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონმა 20 წლამდე კალათბურთელებს შორის.

სომხეთის 20 წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრები შვედეთის ნაკრებთან 26:149 დამარცხდა. სომხებმა პირველი მეოთხედი 0:35 დათმეს, მეორე მეოთხედში 6:34, მესამე მეოთხედში 9:46, ხოლო ბოლო მეოთხე მეოთხედში სომხები 11:34 დამარცხდნენ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს 20 წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრები სწორედ შვედეთისა და სომხეთის ჯგუფში არიან და ქართველი კალათბურთელები დღეს სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სომხეთის 20 წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები 123 ქულით დამარცხდა

სტატიის ავტორი
-