თორნიკე შენგელია 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვირტუს ბოლონიას” კალათბურთელი – თორნიკე შენგელია, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

https://twitter.com/LegaBasketA/status/1648260635430453248?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1648260635430453248%7Ctwgr%5E1428bb19d2dc9733815ec5da1c7ea2b25890dc4f%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Feuropop.ge%2Farticle%2F52517-tornike-shengelia-seria-s-turis-simbolur-khuteulshi-mokhvda&fbclid=IwAR1WcjpYlWcYinHQabBQulYBQg9YmOB5myPvVu26pGiYaCzj1NL0hLa-Mzw

26-ე ტურში “ვირტუს ბოლონიამ” “ტრენტოს” უმასპინძლა და 16 ქულიანი სხვაობით 96:80 დაამარცხა.

მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო, რომელმაც პარკეტზე ყველაზე მეტი, 26 წუთი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე: 12 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.

26 ტურის შემდეგ, “ვირტუს ბოლონია” 20 გამარჯვებითა და 40 ქულით, იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს.

თორნიკე შენგელია 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-