თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის MVP-ია (ვიდეო)

თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-4 სათამაშო დღის MVP გახდა.

ქართველი კალათბურთელის “ბასკონია” შინ “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და მეტოქე 82:68 დაამარცხა.

თორნიკემ “ბასკონიას” ბერძნული გუნდის წინააღმდეგაც ულიდერა. შენგელიამ 30 წუთში 28 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი მოაგროვა.

ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა თორნიკე შენგელია მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დღეს დაასახელა.

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის MVP-ია (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-